ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ბრალდებით 2 პირი – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. ამის შესახებ “აქცენტისთვის” გახდა ცნობილი.
“აქცენტი” კომენტარს შსს–გან ელოდება, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ცნობისთვის: თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ეძებდა. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.









