
ინტერნეტში „სამეფო კარის თამაშების” სპინ-ოფის „დრაკონების სახლის“ პირველი თიზერი გავრცელდა. სერიალის პრემიერა HBO Max-ის პლათფორმაზე 2022 წელსაა დაგეგმილი. „დრაკონების სახლში“ მოვლენები „სამეფო კარის თამაშების“ პერიოდიდან 200 წლით ადრე ვითარდება. მთავარ როლებს სერიალში პედი კონსიდაინი, ოლივია კუკი, მეთ სმითი და ემა დარსი ასრულებენ.









