თაბორის მამათა მონასტრის სასულიერო პირს, მამა იოანე ცუხიშვილს “ფეისბუქი” გაუტეხეს და მისი სახელით მრევლს დიდი რაოდენობის თანხა გამოსძალეს.
მღვდლის “ფეისბუქიდან” შეტყობინება ერთდროულად რამდენიმე პირმა მიიღო.
მამა იოანეს სახელით, სოციალური ქსელის მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემებს სთხოვდნენ.
მრევლმა სასულიერო პირს პირადი საბანკო მონაცემები გაუგზავნა, რის შემდეგაც მათი ანგარიშებიდან დიდი რაოდენობით თანხა მოხსნეს.
“დაზარალებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.
არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ, 1600, 900, 800, 500 ლარი გადარიცხულიც.
ადვილად გატეხეს, მაგრამ დღემდე არ არის დაბლოკილი ჩემი გვერდი”, – აცხადებს მამა იოანე “ტვ პირველთან”.
როგორც ირკვევა, ჯამში 65 ათასი ლარი მღვდლის მრევლის ანგარიშებიდან, ონლაინ კაზინოს ანგარიშზე გადაიტანეს.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.









