
Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ფრენსის ჰოგენმა აშშ-ის სენატის კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ იცის, როგორ გახადოს Facebook-ი და Instagram-ი უფრო უსაფრთხო, თუმცა ამას არ გააკეთებს, რადგან მათ ასტრონომიული მოგება ხალხის ინტერესებზე მაღლა დააყენეს. ფრენსის ჰოგენმა ასევე აღნიშნა, რომ Facebook-ის პროდუქტი ბავშვებს ზიანს აყენებს, განხეთქილებას იწვევს და ამერიკის დემოკრატიას ასუსტებს. „კონგრესის მხრიდან მოქმედებაა საჭირო. ისინი ამ კრიზისს თქვენი დახმარების გარეშე არ გადაჭრიან“, – განაცხადა Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა.









