უკრაინელმა დეპუტატმა და მიხეილ სააკაშვილის მეგობარმა ქალმა ლიზა იასკომ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მან ექსპრეზიდენტის ციხეში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა:
“საქართველო უნდა იყოს ბედნიერი, რომ ჰყავს ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი ქვეყნისთვის იმდენი გააკეთოს, რამდენის გაკეთებაც შეუძლია მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ასე უყვარს თავისი ქვეყანა.
ამასთან, ეს არის დიდი ბრძოლა. ის არის პოლიტიკური პატიმარი და ეს არის მიუღებელი.
უკრაინაში თქვენი ძალიან შურთ, რადგან გყავდათ ისეთი პრეზიდენტი, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი. ის ასევე არის უკრაინელი პოლიტიკოსიც და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ თქვენ ის სათანადოდ დაიცვათ” – განაცხადა ლიზა იასკომ.









