LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ ავიცილოთ თავიდან კორონავირუსით გამოწვეული სტრესი

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმები კორონავირუსის სახლის პირობებში მართვის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობენ 

დაპოსტა 2021/10/05-ში
A A
142
ნახვა
გაზიარება

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმები – ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი გაურთულებელი კორონავირუსის სახლის პირობებში მართვის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობენ

“ცხელების; კუნთების, სახსრების და თავის ტკივილის მართვა შეიძლება ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით.

ხველის რეფლექსის დათრგუნვა აუცილებელი არ არის, თუ ის სერიოზულ დისკომფორტს არ გიქმნით.

დიაბეტით დაავადებულებმა ზედმიწევნით ზუსტად აკონტროლეთ სისხლში გლუკოზის შემცველობა. დიაბეტი და სხვა ქრონიკული დაავადებები მკაცრი კონტროლის ქვეშ მოაქციეთ და თავიდან აიცილეთ მათი გამწვავება.

მედიკამენტოზური მკურნალობა:არაჰოსპიტალიზირებული პაციენტები ანტიკოაგულაციას ან ანტითრომბოციტულ მკურნალობას არ საჭიროებენ!!

ანტიკოაგულაციასა და ანტითრომბოციტულ მკურნალობაში იგულისხმება ასპირინი (იგივე კარდიომაგნილი), აპიქსაბანი, ქსარელტო, კუმადინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი (სავარადუდო დასახელებებია კლექსანი, ლოვენოქსი, ენოქსიპარინი, ფონდაპარინუქსი.

სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება უამრავი განსხვავებული დასახელებით გამოიყენებოდეს).

გთხოვთ ნუ მიიღებთ ამ პრეპარატებს ექიმის დანიშნულების გარეშე!!

ასე შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში გართულებები გამოიწვიოთ, რაც ისედაც ურთულეს კოვიდ ინფექციის კლინიკურ კურსს განსაკუთრებით დაამძიმებს.

არამიზნობრივი ანტიკოაგულაციის საშიში გართულებებია: თავის ტვინის ჰემორაგიული ინსულტი, სისხლდენები შინაგან ორგანოებში, განსაკუთრებით ხშირად კუჭ-ნაწლავის სისტემის სისხლდენა.

ეს პრეპარატები განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც სპეციფიური სისხლის დაავადებები და ღვიძლის უკმარისობა აღენიშნება.

სტეროიდები, ეგრეთწოდებული დექსამეტაზონი და ჰიდროკორტიზონი. გაითვალისწინეთ, დადებითი შედეგი ამ პრეპარატებით ნანახი იქნა მხოლოდ მძიმე, ჰოსპიტალიზირებულ, ჟანგბადზე დამოკიდებულ პაციენტებში. ცივილიზირებულ ქვეყნებში, ისინი არ გამოიყენებიან მსუბუქი დაავადების სამართავად!

მეტიც, არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ სტეროიდების ნაადრევმა, არამიზნობრივმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს დაავადების მიმდინარეობა.

სტეროიდების ნაადრევი გამოყენება დააქვეითებს იმუნურ პასუხს და ხელს შეუშლის თქვენს ორგანიზმს ინფექციასთან ბროძოლაში. ასევე, სტეროიდების არამიზნობრივი გამოყენება შეიცავს რთული ბაქტერიული ინფექციის განვითარების საშიშროებას.

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სტეროიდების არამიზნობრივმა და არასწორი დოზებით გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კუჭნაწლავიდან სისხლდენის განვითარებას!ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს ექიმის დანიშნულების გარეშე!

კოვიდი არ არის ბაქტერიული ინფექცია. ის ვირუსული დაავადებაა და მასზე ანტიბიოტიკები გავლენას ვერ ახდენენ. ანტიბიოტიკი გვჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კოვიდ დაავადება რთულდება თანდართული ბაქტერიული პნევმონიით ან სხვა სისტემის ბაქტერიული ინფექციით.

ივერმექტინი არ გამოიყენება კოვიდის სამკურნალოდ არც ევროპული არც ამერიკული გაიდლაინების თანახმად!

თეორიულად მას გააჩნია ანტივირუსული მოქმედების მექანიზმი, მაგრამ ამ ეფექტის განსახორციელებლად საჭიროა მისი გამოყენება დაშვებულ თერაპიულზე ბევრად მაღალი დოზით.

ასეთი დოზა კი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია! ივერმექტინის არამიზნობრივად, არათერაპიული დოზებით გამოყენება სიცოცხლისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს.

დღესდღეობით არ არსებობს არცერთი სპეციფიკური პრეპარატი, რომელიც კოვიდ-19-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, სახლში დარჩენილ პაციენტებში გამოიყენება.

გარდა მონოკლონალური ანტისხეულების კოქტეილისა რაც საქართველოში სამწუხაროდ ხელმისაწვდომი არ არის. 

ვიტამინები. 

არ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს “ც” ვიტამინის ან მულტივიტამინების ეფექტურობას კოვიდ ინფექციის მკურნალობაში.

არსებობს შედარებით სუსტი და არაპირდაპირი მტკიცებულება “დ” ვიტამინის სარგებლიანობასთან დაკავშირებით; თუმცა მას კოვიდ სიკვდილიანობაზე გავლენა არ აქვს!არ შეშინდეთ!

პანიკამ არ მოგიცვათ და მედიკამენტების არამიზნობრივი გამოყენებით თუ სამედიცინო დაწესებულებებში არასაჭირო ვიზიტით მდგომარეობა არ გაიუარესოთ.

თუ თქვენ არ განეკუთვენებით მაღალი რისკის ჯგუფს, ტესტირება ან ექიმთან ვიზიტი მსუბუქად მიმდინარე დაავადებისას აუცილებელი არ არის”, – აღნიშნულია გზამკვლევში.

გაზიარება57

დაკავშირებული -პოსტები

ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა
მთავარი

ავ­სტრი­ა­ში, ქა­ლაქ ზალცბურ­გში ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს ბან­კმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა - მათ ფული უკან და­აბ­რუ­ნეს: "12 000 ევრო მო­ვი­თხო­ვეთ, რომ ბან­კში მო­ე­ცათ. დაგ­ვით­ვა­ლეს და გა­მოგ­ვა­ტა­ნეს.მთე­ლი...

დაწვრილებითDetails

„რატომ ქრება აფთიაქებიდან ბიუჯეტური წამლები?“

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
“მედიკამენტების ფასები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა” – ჯანდაცვის სამინისტრო
მთავარი

"ვფიქრობ ამ თემას თქვენი დახმარება ესაჭიროება, რათა მედიის ავტორიტეტით გახმაურდეს პრობლემა, რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პერიოდულად განიცდის. ეს გახლავთ წამლების დეფიციტი, რომელიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში გვაგდებს მედიკამენტებზე დამოკიდებულებს, პრობლემა ახალი...

დაწვრილებითDetails

ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა
მთავარი

"სულ მეფიქრება, ამათგან ვინ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის? ყოველთვის ცალსახად მივდივარ ერთ დასკვნამდე: მერაბ მალანია და მისი ცოლ-შვილი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე წერს. "დღევანდელ პოსტს...

დაწვრილებითDetails

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ღვინის 58 ნიმუშში დარღვევა გამოვლინდა
ეკონომიკა

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს. bpn-ის ცნობით, აკრძალვა შეეხებათ შემდეგ კომპანიებს:  „თელიანი ველი“; „თბილღვინო“;...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ციხეში “ტვ პირველი” ერთ კვირაზე მეტია გათიშულია – ზურაბ ცეცხლაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა, ადვოკატი ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ქუთაისის ციხეში ერთი კვირაა, რაც "ტვ პირველი" გათიშულია - ცეცხლაძის თქმით, ამის შესახებ პატიმრებმა მაშინ უთხრეს, როცა ქუთაისის ციხეში გიორგი კვიცარიძის...

დაწვრილებითDetails

“შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა”- ეროვნული ბანკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკი შპს „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა. „ეროვნული ბანკი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა, ნერვიულობისგან დაიღუპა მძღოლიც

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ამის გაგების შემდეგ ნერვიულობისგან დაიღუპა ავტომობილის მძღოლიც. ავარია 30 სექტემბერს მოხდა. ავტომობილის დაჯახების შედეგად მძიმედ დაშავებული მამაკაცი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა,...

დაწვრილებითDetails

“სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არ უსმენს იმას, რასაც ევროკავშირი ამბობს ” – პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

უკვე ორ წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ტრაექტორია შეცვალონ თუ სერიოზულად დაინტერესებული არიან ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანებით, ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილია და უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა,...

დაწვრილებითDetails

“საფრანგეთში აქციებზე პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ…კომენტარიც არ გაუკეთებიათ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ’- ლევან მაჭავარიანი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
“ეს არის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები… შემაჯამებელ ღონისძიებაზე ველოდებით ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს“ – ლევან მაჭავარიანი
მთავარი

როდესაც ჩვენი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ...

დაწვრილებითDetails

“რაც მარტა კოსმა თქვა, გულდასაწყვეტია და პერსონალურად ძალიან მამწუხრებს, მაგრამ ეს ამჟამინდელი მთავრობის თანმიმდევრული ქმედებების, კანონმდებლობების და ანტი-ევროპული რიტორიკის შედეგია” – პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

ევროკომისიის გაფართოების ანგარიში სამ კვირაში იქნება გამოქვეყნებული, წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის და მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"