აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობისკენ მოუწოდებს.
“ჩვენ მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე.










