„მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო ზრდის“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
„მიხეილ სააკაშვილის დაკავება კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან და აჩვენოს ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაცია, რაც ასე საჭიროა“, – წერს პეტრას აუსტრევიჩიუსი.










