
ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში გამართულ საპროტესტო აქციაზე 8 ადამიანი მოკლეს.
მოკლულთა შორის ოთხი ფერმერია. ისინი ფერმერულ საქმიანობასთან დაკავშირებით შემუშავებულ ახალ კანონს აპროტესტებდნენ, რა დროსაც, დემონსტრანტებში ავტომანქანები შევარდნენ.
ინდოეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ რეფორმები სოფლის მეურნეობის სექტორს უფრო თავისუფალს გახდის, ფერმერები კი მიიჩნევენ, რომ ცვლილებების შედეგად შემოსავალს დაკარგავენ.









