დერმატოლოგი და სპორტული ექიმი ზაზა თელია სახიფათო ვარჯიშისა და დატვირთვის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმის მნიშვნელოვანი დაზიანება შეუძლია და შესაძლოა, ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს.
“მიდი, მიდი, ბოლომდე, ბოლომდე, არ გაჩერდე” – ალბათ gym-ში ხშირად გაგვიგია მსგავსი შეძახილები ან ელიტურ სპორტში სპორტსმენების გასამხნევებლად.
რაბდომიოლიზი (რაბდო) – Rhabdomyolysisრაბდო არის მდგომარეობა როდესაც კუნთის დაზიანების შედეგად გამოთავისუფლდება ენზიმი – მიოგლობინი (და კრეატინ კინაზა), რომელიც შემდეგ გადადის სისხლის მიმოქცევაში, აღწევს თირკმელებამდე, შეიძლება დააზიანოს ისინი და გამოიწვიოს სიკვდილი.როდესაც ვვარჯიშობთ ჩვენ ვაკეთებთ გარკვეული ტიპის დატვირთვას კუნთებზე რაც ხელს უწყობს მათ ზრდას (ჰიპერტროფია), მაგრამ თუ ზედმეტი მოგვივა ამ შემთხვევაში კუნთი იწყებს დაშლა და მიოგლობინი გადადის სისხლის მიმოქცევაში.რა უნდა ვიცოდეთ რაბდოს თავიდან ასაცილებლად?
როგორ ვივარჯიშოთ უსაფრთხოდ?
1. დეტრენირება (Detraining)რაბდოს ბევრი შემთხვევა ფიქსირდება ადამიანებში რომლებმაც რამოდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში შეწყვიტეს ვარჯიში და შემდეგ ისევ დაიწყეს ინტენსიურად.ასევე ელიტური, პროფესიონალი სპორტსმენებიც იმყოფებიან რისკის ქვეშ როდესაც შევბულებიდან ბრუნდებიან და იწყებენ ვარჯიშს, ამიტომ მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვის ეტაპობრივი ზრდა რამოდენიმე კვირიანი დასვენების შემდგომ.2. ექსცენტრიული ვარჯიში (Eccentric training)ე.წ ნეგატიური ვარჯიში რომელიც არის ნელი, ამ დროს კუნთი გრძელდება ვიდრე იკუმშება. მაგალითად – Dumbbell Curl Exercise როდესაც “შტანგით” ვაკეთებთ ორთავა კუნთის ვარჯიშს, კუნთის კონცენტრული შეკუმშვის შემდგომ ხელის გაშლის დროს კუნთი გრძელდება.ან “შტანგით” ჩაჯდომები (Barbell Squat)3. Square wave approach
რომელიც გულისხმობს ინტენსიური ვარჯიშის დაწყებას დასვენების პერიოდის შემდეგ
4. დეჰიდრატაცია Dehydrationსიცხეში ვარჯიშის ან დეჰიდრატაციის დროს თირკმელებს უჭირთ მიოგლობინის მოცილება5. მძიმე წონებით ვარჯიში.იზრდება კუნთის დაზიანების რისკი შესაბამისად მიოგლობინის სისხლის მიმოქცევაში მოხვდრის ალბათობარაბდოს სიმპტომებიკუნთების ტკივილი, შეშუპება, სისუსტე.
ასევე მუქი, კოკა-კოლას ფერის შარდი.
სამეცნიერო მტკიცებულებებით მძიმე წონებით ვარჯიში არ არის ასოცირებული კუნთის მეტ ჰიპერტროფიასთან ვიდრე ვარჯიში 1RM-ის 70%-ით” – წერს ზაზა თელია









