
Adidas-ის ყოფილი მფლობელი და საფეხბურთო კლუბ „ოლიმპიკის“ ყოფილი პრეზიდენტი ბერნარ ტაპი გარდაიცვალა, იტყობინება BBC. 78 წლის ბიზნესმენის გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა. ტაპი საფრანგეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. ბიზნესის გარდა, ის პოლიტიკაშიც იყო ჩართული.










