„ქართული ოცნებისთვის“ სააკაშვილი ციხეში ან გარეთ ორივე ერთნაირი თავის ტკივილია“, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტვ პირველთან განაცხადა.
„ქართული ოცნების“ აგდებული განცხადებები სააკაშვილთან დაკავშირებით, მორალს რომ თავი დავანებოთ პოლიტიკურად არასწორია .
პოლიტიკოსი, რომელმაც დევნილობაში მოახერხა ის, რაც პოლიტიკოსებმა, მათ შორის ვერც მე ვერ მოვახერხე საქართველოში ყოფნისას გვყოლოდა 30% მყარად ჩამოყალიბებული ამომრჩეველი.
ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა, რომ მე ეს ვერ მოვახერხე.როდესაც გყავს პოლიტიკოსი, რომელიც 9 წლის განმავლობაში პოლიტიკურ დღის წესრიგს პერიოდულად ქმნის, თუ შენ პოლიტიკოსი ხარ, აგდებით კი არ უნდა ელაპარაკო, არამედ დასკვნები უნდა გამოიტანო და ეცადო, რომ ქვეყანა უფრო მეტ პოლიტიკურ კრიზისში არ შეიყვანო.
„ქართული ოცნებისთვის“ სააკაშვილი ციხეში ან გარეთ ორივე ერთნაირი თავის ტკივილია“, – აღნიშნა ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას.