ცესკოს მიერ ოქმების გამოქვეყნების და წინასწარი შედეგების დაყოვნებით გამოცხადების გამო ცესკოს თავმჯდომარის განმარტება იურისტებისათვის განხილვის საგანი გახდა.
“ცოტა შევყოვნდით გამოქვეყნების ჭრილში” – ცესკოს თავმჯდომარის ეს განცხადება ითარგმნება შემდეგნაირად – ცესკო ფლობდა შემაჯამებელ ოქმებს, თავად ითვლიდა და არ აქვეყნებდა 12 საათის განმავლობაში.
“ჩვენ გვინდოდა, ჩვენ გვსურდა რომ ის წინასწარი მონაცემები რომელსაც გამოვაქვეყნებდით მაქსიმალურად აესახა, აქედან გამომდინარე ჩვენ ველოდებოდით შესაბამის შემაჯამებელ ოქმებს, რომელიც უზრუნველყოფდა ამ პროპორციების დაცვას….”
-საინტერესოა, უფლებამოსილების გადაჭარბება ხომ არ იკვეთება ამ დაგეგმვის მიღმა? რამდენად კანონიერი იყო “დაუყოვნებლივ გამოქვეყნების” სტანდარტის შეცვლა? ..
კითხვები ბევრია, მთავარი მაინც ისაა გამოირკვეს – ვინ მიიღო თავად ეს გადაწყვეტილება?-წერს ,,კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე