ქართული ოცნების” წევრმა შალვა პაპუაშვილმა თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა.
მისი თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
პაპუაშვილმა ოპონენტებს მიმართა, რომ დამარცხებას შეეგუონ.
“დღის განმავლობაში დაფიქსირდა სულ 13 ინციდენტი, რომელიც სიტყვიერ შელაპარაკებას არ გასცდენია.
ენმ-ს მიერ არის მითითებები, რომ ჩაშალონ დათვლის პროცესი. ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ სიმშვიდე იქნება დათვლის პროცესში შენარჩუნებული.
ჩვენი ყველას ვალია საარჩევნო კომისიას მივცეთ რამდენიმე საათი რომ მშვიდად წარიმართოს პროცესი. ჩვენ პარალელური დათვლის პირველად შედეგებსაც მალე მოგაწვდით.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები როგორც წააგეს, ზოგი რომ ვერც უტყდებოდა თავის თავს, რომ ასეთი დაბალი შედეგი მიიღო, იგივე მეორდება.
ნახავენ, რომ ზოგიერთის გაზვიადებული წარმოდგენები და ბოროტი განზრახვები განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობის”, იქნება ფუჭი, ამიტომ სჯობს აქედანვე შეეგუონ დამარცხებას,” – განაცხადა პაპუაშვილმა.