“მთავარი არხის” დაკვეთით, Ipsos-გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების საბოლოო, 20:00 საათის შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური ჩაინიშნება.
შედეგები 20:00 საათის მონაცემების მიხედვით, ასეთია:
კახა კალაძე – 40,5 %;
ნიკა მელია – 39,9 %;
გიორგი გახარია – 8,9 %;
ანა დოლიძე – 4,1 %;
ანა ბიბილაშვილი – 2,5 %;
სხვა კანდიდატები – 4,1%.
თბილისის მასშტაბით პარტიული რეიტინგები კი ასეთია:
ქართული ოცნება – 38,5%;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 31,9%;
საქართველოსთვის – 7,7 %;
გირჩი – მეტი თავისუფლება – 4,8 %;
ლელო – 3,7%;
ხალხისთვის – 2,3%;
გირჩი – 2,2%;
მოქალაქეები – 1,3%;
ევროპული საქართველო – 1,0 %;
სხვა პარტიები – 6,6%.
IPSOS-მა ეგზიტპოლი შპს “მთავარი არხის” დაკვეთით, 2 ოქტომბერს, პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით, თვითადმინისტრირებული კითხვარით ჩაატარა. შესაძლო ცდომილების ფარგლები. + – 3%