LIVE TV
ოთხშაბათი, ოქტომბერი 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება

დაპოსტა 2021/10/02-ში
22
ნახვა
გაზიარება

დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები 7:00 საათზე გაიხსნება, რა დროსაც კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები გაიმართება. უშუალოდ ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყება.

კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა.

9 საათიდან 19-საათამდე გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობს. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20 საათისა.

კენჭისყრის შენობა 20 საათზე დაიკეტება. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს აღრიცხავს და მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აცნობებს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას აღნიშნავს.

ამასთან, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით ცესკოს გაუგზავნოს.

თავის მხრივ, ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა, მათ შორის მისი დაუყოვნებლივ ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებით.

ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.

ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) აირჩევენ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

მუნიციპალიტეტებში, გარდა თბილისისა, დადგენილია პროპორციული სისტემით არჩევის 3%-იანი ბარიერი. თბილისის საკრებულოში კი, პროპორციული წესით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ხმების არანაკლებ 2.5%-ს მიიღებენ.

2021 წელს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფრო მეტად პროპორციული იქნება – თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში თანაფარდობა საკრებულოს წევრებისა ოთხი ერთზე იქნება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა იქნება ორი ერთზე.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

ოქტომბერი 15, 2025
0
მთავარი

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. „დღეს ვნახე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შესანიშნავი მუშაობა ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ადგილობრივი თემების საკეთილდღეოდ. ეუთო და ჩვენი სპეციალური...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა

ოქტომბერი 15, 2025
8
მთავარი

საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 4%-ით გაიზარდა, ამასთან, 3.6%-ით მოიმატა იმ ადამიანების რიცხვმა, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის...

დაწვრილებითDetails

დღეს ნიკოობა აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებები იმართება ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში

ოქტომბერი 15, 2025
16
მთავარი

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწული "ნიკოობა" აღინიშნება. ღონისძიებები  ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. სამტრედია, დიდი ჯიხაიში იმართება. დასწრება თავისუფალია ღონისძიებათა განრიგი: 12:00 სთ. — ნორჩი მეგზურები მუზეუმში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ახალგაზრდა მეგზურები უმასპინძლებენ...

დაწვრილებითDetails

„თუ ეს სიმპტომი გაქვთ, სისხლის ანალიზი აიღეთ“ – ექიმი საზოგადოებას მიმართავს

ოქტომბერი 15, 2025
9
მთავარი

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს. ამჯერად იგი საზოგადოებას ახალ ინფორმაციას უზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: კოვიდი კი არა – სიმსივნე აღმოჩნდა! როცა ახალგაზრდაა, ჯანმრთელი ხარ და...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 2026 წელს სუფთა ფურცლიდან დაიწყება

ოქტომბერი 15, 2025
5
მთავარი

წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელი არაერთ სიახლესა და ცვლილებას გვპირდება. ბევრი ადამიანისათვის ეს წარსულის საბოლოოდ ჩამოშორებისა და ყველაფრის თავიდან დაწყების პერიოდი იქნება, ზოგიერთს კი მოუწევს, სხვადასხვა გამოცდა გადალახოს და პიროვნულ განვითარებაზე...

დაწვრილებითDetails

დღეს მოწამეთობაა

ოქტომბერი 15, 2025
10
მთავარი

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს,  მოწამეთობა აღინიშნავს. მოწამეთას დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში მრევლმა შეკრება დღეს დილიდან დაიწყო. ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. ამ დღის...

დაწვრილებითDetails

“არავის სურს ქართველი ხალხის დასჯა”- რასა იუკნევიჩიენე

ოქტომბერი 15, 2025
11
მთავარი

უნდა ვაღიაროთ და უნდა გავიაზროთ, რომ ამ მომენტისთვის საქართველო კრემლის ყველაზე დიდი გამარჯვებაა, - ამის შესახებ საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. რასა იუკნევიჩიენეს თქმით, ევროკავშირის წევრი...

დაწვრილებითDetails

პარლამენტი შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს

ოქტომბერი 15, 2025
7
მთავარი

პარლამენტი 15 ოქტომბრიდან შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრების ინიციატივის განხილვას იწყებს. „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც საკითხი პლენარული სხდომაზე გავა. საკანონმდებლო...

დაწვრილებითDetails

მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია

ოქტომბერი 15, 2025
12
მთავარი

მერაბ დვალიშვილი 2025 წელს კიდევ ერთ ბრძოლას ჩაატარებს - ქართველი „მანქანა“ საჩემპიონო ქამარს ამჯერად, 7 დეკემბერს დაიცავს და მისი მეტოქე რუსი პიოტრ იანი იქნება. ამის შესახებ UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა...

დაწვრილებითDetails

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს – შალვა პაპუაშვილი

ოქტომბერი 15, 2025
5
მთავარი

ის, რასაც ფინელი მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე აკეთებს, არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ეს ასევე არღვევს ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „უბრალოდ, რომ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».