ეკლესია არ არის სათამაშო ორგანიზაცია, ეს არის ღვთის სახლი, – ამის შესახებ დეკანოზმა, საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
“ეკლესიას საუკუნეების მანძილზე აქვს ძალიან დიდი გამოცდილება დაგროვილი თვით განახლებისა და გარედან ისეთი ადამიანების დახმარება, რომელიც თავადვე დეკლარირებულად ეკლესიის მორალს და ზნეობას არღვევენ და ეს მათთვის არაფერს ნიშნავს – ეს წარმოუდგენელი ამბავია”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ იმედის ეთერში.
P.S.ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე, სავარაუდო, წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა.










