არჩევნებამდე 2 დღე დარჩა და შესაბამისად, ამომრჩეველთა ინფორმირებისათვის დროც ასევე.
ხონის მკვიდრი ნონა ქურასბედიანი წერს, რომ კარგი იქნებოდა თუ პარტიული სიები გამოქვეყნდებოდა და მეტი ინფორმაცია ექნებოდათ კანდიდატების შესახებ.
,,არაფერი გამოვა,მაგრამ მაინც დავწერ ორიოდე სიტყვას ხონის რეალობიდან გამომდინარე:პარტიული სია რომ გასაიდუმლოებულია და ბიულეტენის ხელში აღებამდე,ვერავინ გაიგებს ვინ გყავთ სიაში, გამოაქვეყნეთ,იქნება და კი არიან სიის შემადგენლობაში ისეთი ადამიანები,ვისი პატივისცემის გამოც მოგცემთ ხმას და მეორეც, მერობის კანდიდატთან შეხვედრა მხოლოდ “რჩეულთა ხვედრია”?
ვინმეს რომ ეთქვა და გამეგო,მეც აუცილებლად მოვუსმენდი ბატონ ლადო ჯურხაძე / Lado Jurkhadzeს და ზოგი რამისთვის მადლობასაც ვეტყოდი‼️
მიდგომები არ გივარგათ,ბატონებო‼️მიიღეთ,ვისაც გეკუთვნით‼️”- წერს ნონა ქურასბედიანი სოციალურ ქსელში.










