„მადლიერების სახლი ავტოქარხნის ფილიალის რეაბილიტაცია 2019 წელსვე იგეგმება, ხოლო 2020 წლისათვის ცენტრალურ ფილიალში სამრეცხაო მოეწყობა“ -ამის შესახებ ააიპ „მადლიერების სახლი“-ს ხელმძღვანელმა თამთა ბაკურაძემ განაცხადა. ჯამში ორივე პროექტისათვის დაახლოებით 30 000 ლარი დაიხარჯება. ბაკურაძის განმარტებით სამრეცხაოს მოწყობის რეკომენდაცია მათ გენდერული საბჭოსგან მიიღეს. ორივე ფილიაში „მადლიერების სახლი“ 800-მდე ბენეფიციარს ემსახურება.
ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა
ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...









