,,იშვიათია, მსოფლიოში სხვა ქალაქი, რომელიც ასე გაუცხოებული იყოს თავის თავთან და შესაძლებლობებთან…
1.ქალაქი, რომელიც არ გრძნობს ორგანულად და თავისად თავისსავე აეროპორტს, ამ დრომდე არ აქვს მუნიციპალური ტრანსპორტით კავშირი ქუთაისს-აეროპორტთან…
2. ქალაქში არის ტყეპარკ(ებ)ი და ვერ იყენებს მის რეკრეაციულ და ტურისტულ შესაძლებლობას .
3. ქალაქში გაედინება დასავლეთ საქართველოს უდიდესი მდინარე , თუმცა მას მხოლოდ ნაგავსაყრელად ან კანალიზაციის ,,ტრუბების” მისაშვერად იყენებს..
4. ქალაქში, სადაც 3500 წლოვანი ისტორიის მქონე არქეულოგიური ფენები ამ დრომდე მიწაში მარხია , ან ნადგურდება უყურადღებობით.
5. ქალაქს, რომელსაც გარს აკრავს 2 დიდი დაცული ტერიტორია ( სათაფლია და აჯამეთი) არ გრძნობს მათ ორგანულად,თავისად ..
და კიდევ ბევრის ჩამოთვლა არის ალბათ შესაძლებელი, რაც ამ ქალაქისთვის ვერ გახდა ორგანული, თავისი და ყველას წვლილი თანაბრად არის ამ ყველაფერში, განსაკუთრებით მათი, ვინც წლებს , დროს და ფინანსებს ისე აცდენს ამ ქალაქისთვის მათი ხელმძღვანელობა , შარშანდელი დამდნარი თოვლივითაა. ?
ჩვენ ?…წლიდან წლამდე დაველოდოთ ჩირების ახალ-ახალ პარტიებს, მერე ლამაზი ფოტოები გადავუღოთ და ბევრი ჰეშტეგებით და მადლობებით ჩავაბეტონოთ ამ ქალაქის რაიმენაირად განვითარების შესაძლებლობა .. ?” – წერს სოციალურ ქსელში ლაშა ბერეკაშვილი.