
ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აუცრელობის გამო ნიუ-იორკში პიცერიაში არ შეუშვეს, რის გამოც პიცის ჭამა ქუჩაში მოუწია. ბოლსონარუ ნიუ-იორკში გაეროს გენასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ ბოლსონარუს აცრის გაკეთება სთხოვა, მან კი კვლავ უარი განაცხადა.










