ექიმი ზაზა თელია აცხადებს, რომ COVID-19-ის გართულებების თავიდან აცილების და კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებს მინიმუმამდე შემცირებისათვის აცრა ყველაზე ეფექტური მეთოდია.
“სამწუხაროა, რომ ჩვენ მოგვიწია პანდემიის პირობებში ცხოვრება, ისტორიაც ვიცით, რომ ასეთი რაღაცები მსოფლიოში ხდება ხოლმე. ბევრი ფაქტი გვაქვს ისეთი, როდესაც სამწუხაროდ, პაციენტები იღუპებიან COVID -19-ის გამო.
დღეისათვის არსებული სამეცნიერო მტკიცებულებები ცხადყოფს იმას, რომ ვაქცინაცია არის ეფექტური მეთოდი COVID -19-ის გართულებების თავიდან აცილების მიზნით, რაც რეალურად სიკვდილიანობის მაჩვენებელს მოსახლეობაში დაიყვანს მინიმუმამდე”, – ამბობს ზაზა თელია










