
როგორც BBC იტყობინება, Douyin, რომელიც TikTok-ის ანალოგს წარმოადგენს. ბავშვებს თავისი პლატფორმით სარგებლობის ლიმიტი დაუწესა. ბავშვები სოციალური ქსელით სარგებლობას დღეში მხოლოდ 40 წუთის განმავლობაში შეძლებენ. ახალი წესი 14 წლამდე ბავშვებს ეხება, რომლებმაც რეგისტრაციის დროს ნამდვილი სახელები და მონაცემები გამოიყენეს. ისინი სოციალური ქსელით სარგებლობა 06:00-დან 22:00 საათამდე შეძლებენ.









