ხმაური იყო რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის მერიასთან, სადაც მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძის ჩასვლას ოპოზიციის გაღიზიანება მოჰყვა.
“ნაძირალა ხარ შენ… თქვენ ახლა გამოძიებასთან უნდა იყოთ” – მიმართავს ოპოზიციის წარმომადგენელი ნიკა ნარსია მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძეს. მდინარაძის თქმით კი ოპოზიციის წარმომადგენლები პროვოკაციაზე მიდიან.








