
კორონავირუსის პანდემიამ კლიმატის ცვლილების ტემპი არ შეანელა. გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს პანდემიასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა შენელებამ და ლოკდაუნმა CO2-ის ემისიების მხოლოდ დროებითი შემცირება გამოიწვია. „ეს კრიტიკული წელია კლიმატთან დაკავშირებული მოქმედებისთვის“, – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.









