სუს-ის კრებსების მიხედვით, თბილისის მერიის მიერ მთაწმინდის პანთეონში ჩატარებული სადრენაჟო სამუშაოების დროს, დაზიანდა იაკობ გოგებაშვილის საფლავი და მისი ნეშტის ნაწილები გაიბნა.
2019 წლის 24 აპრილით დათარიღებული კრებსში წერია, რომ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ ალავერდელ მიტროპოლიტ დავით მახარაძეს უთხრა, რომ სამუშაოების დროს დაზიანდა იაკობ გოგებაშვილის საფლავი და მისი ცხედრის ნაწილები გაიბნა.
ათაძემ კი უპასუხა, რომ სანამ ფაქტის შესახებ მედია შეიტყობდა, შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები ჩაეტარებინათ.
კრებსში ასევე წერია, რომ პატრიარქის დავალებით, მიმდინარეობდა ნეშტის ახალ სასახლეში ჩასვენების პროცესი, რის შემდეგაც გადაიხდიდნენ პანაშვიდსა და დაკრძალვას.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს.










