
კომპანია SpaceX-ის ხომალდით Crew Dragon კოსმოსში მხოლოდ მოყვარული ასტრონავტებით დაკომპლექტებული ეკიპაჟი გაფრინდა. ხომალდმა სტარტი აშშ-ში, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან აიღო. მისიის მიზანი 200 მილიონი დოლარის შეგროვებაა მემფისის ბავშვთა საავადმყოფოსთვის. საჭირო თანხა სტარტამდე ნახევარი საათით ადრე შეგროვდა.









