საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია “ფორმულას” მფლობელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
კეზერაშვილს ბრალდება ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვის საქმეზე ჰქონდა წარდგენილი.
ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოიტანა.
კეზერაშვილი საქართველოში არ იმყოფება. გადაწყვეტილება დაუსწრებლად იქნა მიღებული.









