ფოთი-გრიგოლეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მან საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის პირას ბეტონის ბოძს შეეჯახა.
შემთხვევს ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
Report.ge









