,,ძალიან ყურადღებით წაიკითხეთ!!! ეს პატარა გოგო სამ ადამიანს უვლის ამ ქოხში.
უნარშეზღუდულ დედ-მამას და 8 წლის ძმას. არ აქვთ ტანსაცმელი და გარეთ გამოსვლის რცხვენიათ.
მშობლების და ძმის მოსავლელად თამარი სკოლიდან გამოვიდა. მეზობლები აჭმევენ სამადლოდ, მათაც არაფერი აქვთ ხშირად და სულ მშივრები არიან.
სოციალური დახმარება მოუხსნეს ოთხი ქათმის გამო, რომელიც მეზობელმა აჩუქა და დედმამის პენსიით არსებობენ.
ეს ქოხიც წაქცევაზეა, ძლიერი ქარის ეშინიათ რომ არ დაინგრეს. მეზობლები დაგვხვდნენ ბევრი და ამათი საცოდაობით იწვის ყველა მართლა.
ცხოვრობენ ჩოხატაურის რაიონში, სოფელ გორაბერეჟოულში. ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება და ხვალვე დავბრუნდები აქ.
თამარს ძალიან რცხვენია და სულ ტირის, მე კი ვუთხარი რომ გმირია! 16 წლისაა და ავადმყოფ დედ-მამას და პატარა ძმას უვლის ნახევრად მშიერი.
აუცილებლად კარგად ექნება ყველაფერი ❤ აბა ჩვენ ვიცით ❤” – წერდა სოციალურ ქსელში ნათია მანაგაძე.
როგორც მოგვიანებით გაირკვა ოჯახი დახმარებას წლების წინ ითხოვდა, მათ შესახებ ვიდეო 2019 წელს გამოქვეყნდა.
სოციალურ ქსელში ნათია მანაგაძის მიერ გამოქვეყნებული პოსტი წაიშალა, მან ასევე დაწერა რომ პრობლემა წლების წინ არსებობდა და პოსტი სხვა გვერდიდან ჰქონდა აღებული. მოქალაქე, რომელსაც გაჭირვებული ოჯახის დახმარება სურდა მის ანგარიშზე დარიცხულ თანხას ადამიანებს უკან უბრუნებს.










