“ღორები მგონი თეთრ ხიდზე სპეციალურად მოიყვანეს. კამერებიც ამოიღეს, იყო მავნებლური დამოკიდებულება”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს გადაცემაში “შუადღე ქუთასიში” იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დირექტორმა ტატო ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ტურისტების თავშეყრის ადგილზე ღორები გამიზნულად გამოჩნდნენ.
ცნობისთვის ქუთაისში, თეთრ ხიდზე, ღორები ადგილობრივებმა რამდენიმე დღის წინ შენიშნეს.