გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 176-ე კილომეტრზე, მაგისტრალის უბისა-შორაპანის მშენებლობის პროცესში, საავტომობილო დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის“ საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის კოჭების მონტაჟს. რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2021 წლის 7 სექტემბერს 05:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 10-15 წუთიანი ინტერვალით.
ეროვნული ბანკი ხსნის თუ რატომ მკაცდება სესხების გაცემის წესი
ეროვნული ბანკი დაკრედიტების წესის ცვლილებას უკანასკნელ წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით ხსნის. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა...










