,,ევროპული საქართველოს” წევრის, ნინო გალახვარიძის 19 წლის შვილი გამოჩნდა და ამ წუთებში თელავის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.
სად იყო წლის ზაქარია ქუსრაშვილი ამ ეტაპზე უცნობია.
შვილის გატაცების შესახებ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნინო გალახვარიძემ დღეს განაცხადა.
ოჯახი გატაცების ფაქტს დედის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.
საკითხთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამაც და განაცხადა, რომ სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, პოლიტიკურ მოტივზე არ ისაუბრებს