LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,3 კვირაში ოჯახის 3 წევრისთვის 3 სამარე გაჭრა!”

,,3 კვირაში ოჯახის 3 წევრისთვის 3 სამარე გაჭრა!”

დაპოსტა 2021/08/26-ში
A A
111
ნახვა
გაზიარება

ჟურნალისტი მარი ჩიტაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ცნობილია, კორონავირუსს ოჯახის სამი წევრი, ძმები დათო და ზურა გამყრელიძეები და მათი დედა ემსხვერპლა.

“უმძიმესი რეალობაა, არ ვიცი, როგორ შევეგუო! დღეში, მინიმუმ 10-ჯერ ვრეკავ ჩემს დასთან, ირინასთან და ყოველ ჯერზე საუბარს უკვე ტრადიციად ქცეული ფრაზით ვიწყებ: “სოსო როგორ არის?”

ეს ჩემი სიძეა – სოსო გამყრელიძე, არაჩვეულებრივად კარგი ადამიანი, რომელმაც 3 კვირაში ოჯახის 3 წევრისთვის 3 სამარე გაჭრა!

წესით, ნორმალურ ქვეყანაში ასეთ ადამიანთან, მინიმუმ, 3 ფსიქოლოგი მუშაობს, რომ სტრესის გამკლავებაში, ფიზიკურ და სულიერ გადარჩენაში დაეხმაროს, მაგრამ ჩვენს სახელმწიფოში ასეთი მოქალაქეებით არავინ ინტერესდება!

არავის, სახელმწიფო სექტორიდან არ უკითხავს, როგორ დგას ფეხზე, როგორ გაუმკლავდა სულიერად, ფიზიკურად და თუნდაც ფინანსურადაც…

იმ პირობებში, როცა პანდემიური ტრაგედიებით ურცხვად მოსარგებლე, ხარბი ადამიანები ერთი გოჯი მიწის – საფლავის საფასურად არა ასეულ, არამედ ათასულ ლარს ითხოვენ!

როგორ იდგა გამწარებული, 2 ძმისა და დედის დამკარგავი ადამიანი მესაფლავეებთან, მეკუბოვეებთან რიგში, რომლებიც ასევე 5-ჯერ ძვირ ტარიფებს თვითნებურად აწესებენ და არაფერი ადამიანური არ შემორჩენიათ!

ეს ყველაფერი სოსომ გამოიარა, ათასობით ადამიანი ამ გზას 2 წელია, გადის, ახლაც და მომავალშიც მოუწევს გავლა, სანამ კოვიდ-სტატისტიკა საბოლოოდ 0-ს არ დააფიქსირებს!

კოვიდ-ჰოსპიტალების მიღმა “შავ ქარვასლად” ქცეული საქართველო აღიმართა ჩვენს თვალწინ და არსად ამაზე წუხილიც არ ისმის, ვისგანაც მოველით!

საშიში ვირუსის რომ არ გვეშინოდეს, ალბათ, პანაშვიდებიდან პანაშვიდებზე უნდა დავრბოდეთ, რადგან ყველა ოჯახს შეეხო პანდემია პირდაპირ თუ ირიბად –

ახლობლები, ნაცნობები, მეგობრები, ნათესავები გვეღუპებიან და ჩვენ მხოლოდ სოციალურ ქსელში დაწერილი სამძიმრით :

,,ვიზიარებ” – ფრაზით შემოვიფარგლებით, მეტი არ შეგვიძლია და არც არავინ მოითხოვს მეტს!

ამ უბედურებისას გადარჩენილი ადამიანი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი აღარ არის, ნუ მოივიტყუებთ თავს!

მოქალაქეებზე ზრუნვის მექანიზმი გამოირთო… ისევე როგორც სასუნთქი აპარატებიდან ითიშებიან სასიკვდილოდ განწირული, შავი მიწისთვის გადადებული და ბოლოს, კლინიკების სარდაფებში შავ პარკებში გახვეული გვამები!

არ ვიცი, სხვა როგორ გამოვთქვა, როგორ გადმოვცე, რასაც ამ მომენტში განვიცდი!…

ვხედავ, როგორ დაუძლურდა და ჩამოიშალა სისტემა, რომელსაც ჩვენი ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და მომავალი უნდა ემართა!

სად არის გამოსავალი?!”, – წერს მარი ჩიტაია სოციალურ ქსელში.

გაზიარება44

დაკავშირებული -პოსტები

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ვერძი — აქტიური დღეა. შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს საქმე, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვს. ემოციების ნაცვლად ფაქტებს დაეყრდენი. ფინანსებში იმპულსურ ხარჯვას მოერიდე.   კურო — სტაბილურობის შენარჩუნება იქნება მთავარი. კარგი დღეა დაწყებული...

დაწვრილებითDetails

8 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით...

დაწვრილებითDetails

ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

30 წლამდე ახალგაზრდა ქალი ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. ამ წუთებში მიმდინარეობს ცხედრის მდინარიდან ამოყვანის ოპერაცია. ინფორმაციას ,,თაიმერი" ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ჭიათურა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 3...

დაწვრილებითDetails

მაქვს იმედი რომ სიმართლე იზეიმებს – გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

გიგა ავალიანის საქემზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ანასტასია ბერუაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილი  “ამ საქმეში მართლაც რომ თავში კი არა შუაშიც არაა.“ მისი თქმით, ის რომ...

დაწვრილებითDetails

გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
მთავარი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში...

დაწვრილებითDetails

კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

 სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა Youtube-ზე 12 წლის წინ გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ისმის ბიჭის ხმა - "კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები". 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს,...

დაწვრილებითDetails

აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით – აშშ-ის საელჩო

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
„ დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი…”- ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობა, - ამ განცხადებით აშშ-ს საელჩო საქართველოში 2008...

დაწვრილებითDetails

ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან
მთავარი

"ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე... ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან. მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს... დღეს დილას უკანასკნელად მომესალმე, თურმე. ისღა დაგვრჩა ნუგეშად, შენი თავი გვაპოვნინო..." - 6...

დაწვრილებითDetails

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა
მთავარი

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"