ექიმი-რეპროდუქტოლოგი მარინე გოგლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი კოლეგა და მეგობარი, რომელიც აცრილი არ იყო, კორონავირუსმა იმსხვერპლა. კოვიდით გარდაიცვალა ექიმის მეუღლეც.
როგორც გოგლიძე წერს, მათ საბოლოოდ ვაქცინაციის გაკეთება გადაწყვიტეს, თუმცა მხოლოდ ერთი დოზით აცრა მოასწრეს.
“დღეს დილას ჩემი ამხანაგი არაჩვეულებრივი ადამიანი, ექიმი, თავის მეუღლესთან ერთად გარდაიცვალა კოვიდით!!!!
ვემუდარებოდი აიცერი-მეთქი ვერ გავაგებინე!! ორივემ მოასწრეს ერთხელ აცრა მხოლოდ!! ეს არის ტრაგედია!!
რა დროს არჩევნებია ხალხს მიხედონ გააგზავნონ ახალგაზრდა ჭკვიანი ექიმები სტაჟირებაზე საზღვარგარეთ, იქნებ რაღაც ახალი მეთოდებია პაციენტების მართვის.
ხომ არ შეიძლება ასე, პაციენტები თავისი ფეხით შედიან საავადმყოფოში და იქედან სასახლით გამოჰყავთ!!!!
კასკდა გული ამდენი უბედურებისგან!!!!!!” – წერს ექიმი










