ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალური ქსელის პირად გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ არსებულ ვითარებაში ვაქცინაციაზე უარის თქმა არ შეიძლება.
“ახლა აუცრელობა და ნიღბის არ ტარება ომში დეზერტირობის ტოლფასია!” – წერს კულუმბეგოვი.
შეგახსენებთ, დღეს საქართვლოში კორონავირუსით 79 პაციენტი გარდაიცვალა.