ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურზე. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, პროტივზე შესულ მანქანას გზის გადაჭრა სურდა, რა დროსაც ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მათივე თქმით, ერთ-ერთი მანქანა მაღალი სიჩქარით მოდიოდა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, წინ კალთაში 10 თვის ბავშვი ჰყავდათ, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ორი მანქანა











