
ივლისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით გოგონათა საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა.

ლანჩხუთში ხონის გოგონათა გუნდმა წარმატებით დაძლია ჯგუფური ეტაპი და პირველი ადგილი დაიკავა.

მეორე ეტაპზე კი წყალტუბოში დასავლეთ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

სექტემბერში, თბილისში, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს 2-2 საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონის ვინაობას გაარკვევენ.

თბილისის ფინალური ეტაპი: ხონი, ბათუმი, თეთრიწყარო, ადიგენი.

ხონის გუნდის შემადგენლობა: ანი კინწურაშვილი, ნინი სულაბერიძე, მაგდა ჯიშკარიანი, ნათია სულაბერიძე, მაია ბობოხიძე, თამარ ახალაია, თათია აბზიანიძე, ანი გოდერიძე, ანა ჯიშკარიანი, თამარ ფანცულაია, იზაბელა ლეჟავა, მარი ბზიკაძე. – წერს სოციალურ ქსელში ბექა მანაგაძე