ამ წუთებში “ისანი-დირსის” ტერიტორიაზე კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც “პრაიმტაიმს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში ადგილობრივებმა დაღუპული მამაკაცი ნახეს და სამართალდამცველები გამოიძახეს.
“რამდენიმე საათია დირსის საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში პოლიცია მუშაობს. ადგილობრივებმა მამაკაცის გვამი იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს.
გარდაცვლილი დაახლოებით, 60 წლამდე იქნება. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.” – ამბობს თვითმხილველი.
primetime.ge










