ბათუმში 23 წლის ახალგაზრდა კაცი სამუშაოს შესრულების დროს დაიღუპა . გავრცელებული ცნობით , იგი სარეკლამო ბილბორდს აკრავდა, რა დროსაც გადმოვარდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
სარეკლამო ბანერის გაკვირისას ბათუმში ახალგაზრდა კაცის აგვისტოს თვეში დაღუპვის მეორე შემთხვევაა.
წყარო: ,,ბათუმელები”










