„მე მომხრე ვარ არჩევნების გადადების, არა მხოლოდ ეპოდემიოლოგიური ვითარების გამო“, -აღნიშნა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა
„თავად ხელისუფლება ქმნის იმ ტიპის ფორსმაჟორს, როდესაც ჩვენ მძევლები გავხდით ამ სიტუაციის, ვეუბნებით მათ, ცოტა ხანს დამშვიდდნენ და ნუ წირავენ ხალხს, არ ჩავატაროთ არჩევნები და კეთილი ინებონ, შეასრულონ კონსტიტუციური მოვალეობა და შემდეგ ჩავატაროთ ეს არჩევნები.
რეგულაციები, რაც მიიღეს, არ სრულდება, ადმინისტრირება არ ხდება, მიგდებული აქვთ ჯანდაცვის სამინისტროზე და ძალაუფლებაზე ფიქრობენ.
საერთოდ არ ან ვერ მართავენ სიტუაციას.
ნაცვლად იმისა, რომ კობახიძემ ილაპარაკოს პრობლემებზე, ოპოზიციას აკრიტიკებს.
ამომრჩეველს მივმართავ, ასეთი ხალხის ხელში რომ ხართ, არ გიტყდებათ? არ გეშინიათ?“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.










