LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მცდარია შეხედულება: ვაქცინაცია თითოეული ადამიანის არჩევანია!!!  –  თამარ ჟამურაშვილი

მცდარია შეხედულება: ვაქცინაცია თითოეული ადამიანის არჩევანია!!! – თამარ ჟამურაშვილი

დაპოსტა 2021/08/24-ში
A A
205
ნახვა
გაზიარება

ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

მედიკოსი “ფეისბუქში” ვაქცინაციასთან დაკავშირებით წერს და კოლეგებს მიმართავს:

“მცდარია შეხედულება: ვაქცინაცია თითოეული ადამიანის არჩევანია!!! ეს უფლება მთავრდება იმ წამს, როცა პანდემია იწყება!

განსაკუთრებით ეხება მედპერსონალს!!

ქვემოთ მოყვანილი კანონის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე!

საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

თავი II

მოსახლეობისა და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

მუხლი 5. მოსახლეობისა და იურიდიულ პირთა უფლება-

მოვალეობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას;

ბ) გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც აუცილებელია სხვა პირის ჯანმრთელობასთან

დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად!

გ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას;დ) დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები;

ე) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია წარმოებასა და ტექნოლოგიურ პროცესებში სანიტარიული ნორმების დარღვევით გამოწვეული ყველა საგანგებო სიტუაციის შესახებ;

ვ) სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში ჩაიტაროს ვაქცინაცია გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ანდა ეპიდემიის დაწყების საშიშროებისას!

ზ) ჩაიტაროს პროფილაქტიკური აცრა, თუ მისი საქმიანობა დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან!

2. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანის უფლებაა:

ა) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში დაცული იყოს გადამდები დაავადებებისაგან;

ბ) უარი თქვას პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე, თუ საქმე არ ეხება ეპიდემიას ან პანდემიას. პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე უარის

თქმის უფლება არ აქვს იმ პირს, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან;

გ) ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში;დ) დროულად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრის არსისა და აუცილებლობის, მოსალოდნელი კლინიკური გამოსავლის, აცრასთან

დაკავშირებული რისკისა და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ.

 4. ამ მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით!

https://tbilisi.gov.ge/…/63865367022014060915592973398.pdf

——————

მუხლი 132. განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა1. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე!

2. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე!

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;

ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე!

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 – ვებგვერდი, 20.06.2017წ.

https://matsne.gov.ge/document/view/16426?publication=235…“, – წერს თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება82

დაკავშირებული -პოსტები

როდის ელოდებიან საქართველოში +40 გრადუსიან სიცხეს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ევროპა ელოდება 50-გრადუსიან სიცხეს – ნინო ჩხობაძე
მთავარი

მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურის მატებაა ნავარაუდები. სინოპტიკოსების პროგნოზით, ცხელი ამინდი რამდენიმე დღეს გაგრძელდება. აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. "ტემპერატურამ აგვისტოს თვეში შესაძლოა 35-40 გრადუსს მიაღწიოს, ანუ ამ...

დაწვრილებითDetails

წელიწადნახევარში საქართველოში 164 ადამიანი დაიკარგა – 57 პირს ამ დრომდე ეძებენ

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
წელიწადნახევარში საქართველოში 164 ადამიანი დაიკარგა – 57 პირს ამ დრომდე ეძებენ
მთავარი

საქართველოში წელიწადნახევრის განმავლობაში 164 ადამიანი დაიკარგა, მათგან 57 პირის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. აღნიშნულს მოწმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2025 წლისა და 2026 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემები. ამასთან,...

დაწვრილებითDetails

“არასრულწლოვნების ჯგუფი “გლოვოს” კურიერს თავს დაესხა” – იაკო კვანტალიანი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
“არასრულწლოვნების ჯგუფი “გლოვოს” კურიერს თავს დაესხა” – იაკო კვანტალიანი
მთავარი

უფლებადამცველი, იაკო კვანტალიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ, დავით დვალიშვილს არასრულწლოვნების ჯგუფი დაესხა თავს. მისი თქმით, დავით დვალიშვილი მძიმედ არის და საავადმყოფოში გადაჰყავთ. ამ წუთებში ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს თავს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
მთავარი

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩოხოსნები, კადეტები, გმირულად დაღუპული ქუთაისელი მეომრების ოჯახის წევრებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან მივიდნენ...

დაწვრილებითDetails

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ვერძი — აქტიური დღეა. შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს საქმე, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვს. ემოციების ნაცვლად ფაქტებს დაეყრდენი. ფინანსებში იმპულსურ ხარჯვას მოერიდე.   კურო — სტაბილურობის შენარჩუნება იქნება მთავარი. კარგი დღეა დაწყებული...

დაწვრილებითDetails

8 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით...

დაწვრილებითDetails

ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

30 წლამდე ახალგაზრდა ქალი ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. ამ წუთებში მიმდინარეობს ცხედრის მდინარიდან ამოყვანის ოპერაცია. ინფორმაციას ,,თაიმერი" ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

მაქვს იმედი რომ სიმართლე იზეიმებს – გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

გიგა ავალიანის საქემზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ანასტასია ბერუაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილი  “ამ საქმეში მართლაც რომ თავში კი არა შუაშიც არაა.“ მისი თქმით, ის რომ...

დაწვრილებითDetails

ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან
მთავარი

"ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე... ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან. მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს... დღეს დილას უკანასკნელად მომესალმე, თურმე. ისღა დაგვრჩა ნუგეშად, შენი თავი გვაპოვნინო..." - 6...

დაწვრილებითDetails

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა
მთავარი

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"