LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრეპარატები, რომელიც უნდა მიიღონ მათ, ვინც კორონავირუსს სახლში ებრძვის

ქართველ ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფი მიმართვას ავრცელებს

დაპოსტა 2021/08/23-ში
A A
190
ნახვა
გაზიარება

ქართველ ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფი მიმართვას ავრცელებს.

ხელმომწერები ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას და საზოგადოებას პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

“დღეს ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, სადაც კორონავირუსი უკონტროლოდ ვრცელდება საქართველოში, სრულად ვაქცინირებულთა რიცხვი არ აღემატება 10%-ს, საავადმყოფოები დაავადებულ პაციენტებს ვერ იტევს და ადამიანური მსხვერპლი საგანგაშოდ მაღალია. 

ასეთ ეპიდვითარებას ვერ გაუძლებს ვერცერთი ქვეყანა, მით უმეტეს საქართველოსთვის ამხელა დანაკარგი შეუვსებელია.

ამ მოცემულობაში, მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია რჩება პანდემიასთან ბრძოლის მთავარ ეფექტურ იარაღად.

არსებული ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია, განსაკუთრებით მძიმე ავადობის და სიკვდილიანობის შემცირების მხრივ.

ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია მასობრივად ტარდება, კოვიდ-ვაქცინამ უკვე გადაარჩინა მრავალი ადამიანის სიცოცხლე. 

ამ უზარმაზარ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ფაიზერის ვაქცინას ამერიკის მთავარმა მარეგულირებელმა უკვე საბოლოო ავტორიზაციაც მიანიჭა. ამასთან, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამჟამად არ არსებობს კოვიდ-19-ის სამკურნალო სპეციფიკური პრეპარატი და დაავადების მძიმე შემთხვევებში სიკვდილიანობა ძალიან მაღალია.

სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი გადაჭარბებულ იმედს ამყარებს უახლოეს მომავალში მძლავრი ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატის “შემოსვლაზე” და ამ იმედით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინაციაზე ამბობს უარს. 

იღუპებიან აუცრელი პაციენტები. დაღუპულთა შორის არიან ახალგაზრდებიც. ახალგაზრდების ხვედრითი წილი ყოველდღიურად იზრდება. გარდა ამისა, ვირუსის სწრაფი გავრცელების დროს ჩნდება მუტაციები რომლებიც ვირუსს უფრო მოქნილს ხდის და ყოველ ჯერზე უფრო ხელსაყრელ თვისებას სძენს. ვირუსი ახალ თვისებებს იძენს და უფრო საშიში ხდება.

კიდევ ერთხელ გვინდა მოგიწოდოთ დაუყოვნებლივ ჩაერთოთ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში. პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეფექტური ანტივირუსული პრეპარატის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ მასშტაბის პანდემიის ჩახშობა შეუძლებელია ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის გარეშე. ძლიერი ანტივირუსული პრეპარატი უდავოდ დაგვეხმარებოდა და ვაქცინაციასთან ტანდემში უფრო გაგვიმარტივებდა პანდემიის კონტროლს, მაგრამ ანტივირუსული თერაპია დამხმარე საშუალებაა და ვაქცინაციას ვერ ჩაანაცვლებს. 

სამწუხაროდ, მოსახლეობაში ჯერ კიდევ არსებობს სკეპტიციზმი და ირაციონალური შიში ვაქცინაციისადმი. ჩვენ, ექიმები და მეცნიერები, თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია ყველასათვის გასაგებ ენაზე. ამას მეტ-ნაკლები წარმატებით ვახერხებთ კიდეც.

ჩვენი გმირი ექიმები სიცოცხლის რისკის ფასად, მუხლმოუხრელად შრომობენ. ნაწილი საავადმყოფოებში, ნაწილი რეგიონებში კარდაკარ დადის, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს და საყოველთაო აცრებს საკუთარი ხელით აწარმოებს. შედეგიც არ აყოვნებს.

გვსურს სრული თანადგომა გამოვხატოთ საქართველოში ვაქცინაციის პროცესში ჩართული კოლეგების მიმართ.

ასევე, როგორც მედიცინის სხვადასხვა დარგში მომუშავე პროფესიონალებმა, გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და ყველას შევახსენოთ აცრების უსაფრთხოებასა და უკუჩვენებების შესახებ:

1. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არის ეფექტური და უსაფრთხო.

2. აცრილ პირებში სიკვდილიანობა მინიმუმ 15-ჯერ დაბალია აუცრელებთან შედარებით.

3. ამჟამად, ბევრ ქვეყანაში, აცრა რეკომენდებულია 12 წელს გადაცილებული პირებისთვის. 

4. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას აქვს მხოლოდ 2 ძალიან იშვიათი უკუჩვენება:

a. ანაფილაქსიური რეაქცია ამ ვაქცინის შემადგენელ კომპონენტებზე

b. ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე 

5. ალერგია აცრის უკუჩვენება არ არის. 

6. აცრა რეკომენდებულია ყველა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტისთვის. 

7. აცრა რეკომენდებულია ორსულობის დროს. 

8. აცრა რეკომენდებულია ძუძუთი კვების დროს.

9. აცრა არ იწვევს უშვილობას. 

10. აცრა რეკომენდებულია ონკოლოგიური პაციენტებისთვის. 

11. აცრა რეკომენდებულია ორგანოგადანერგილი პირებისთვის. 

12. აცრა რეკომენდებულია კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ. 

13. ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს და კოვიდ-19-ით დაავადებას ვერ გამოიწვევს. 

14. აცრა არ ახდენს გავლენას გენეტიკურ მასალაზე.

ამავდროულად:

1. აცრის წინ საჭირო არ არის წინასწარი ანალიზი და გამოკვლევა. ნუ დახარჯავთ ამაზე დროს და რესურსს. 

2. ასევე, აცრის შემდეგ საჭირო არ არის არანაირი ანალიზი და გამოკვლევა.

3. ნუ შეგაშფოთებთ აცრის შემდეგ მცირე დისკომფორტი, როგორიცაა სიცხე, შემცივნება, სისუსტე, კუნთების და ინექციის ადგილის ტკივილი. ეს ნორმალური მოვლენაა და სწრაფად გაივლის”, – აღნიშნულია მიმართვაში.

კვლავ გამოვხატავთ მზადყოფნას გამოვეხმაუროთ საზოგადოების ნებისმიერ კითხვას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. 

პატივისცემით, სოფო ბერიძე, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი,

ეკატერინე ბერიშვილი, ჟენევის უნივერსიტეტი, შვეიცარია

თეა ბერულავა, Evotec SE, გიოთინგნენი, გერმანია.

რევაზ ბოჭორიშვილი, კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკა, საფრანგეთი

მაია ბუწაშვილი, ნეოლაბი, თბილისი

მარინა გვახარია, რეპროდუქციული კლინიკა, სანჰოზე, კალიფორნია

გიორგი (გოგი) გეგელაშვილი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, დანია

ნანა გეგეჭკორი, მაიმონიდის ჰოსპიტალი, ნიუ-იორკი, აშშ

ზურაბ გურული, მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკა, მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯექსონი, მისისიპი, აშშ

ვახტანგ კალოიანი, ნიუ ჰოსპიტალსი, თბილისი

გიორგი კამკამიძე, ნეოლაბი, თბილისი

ზაზა კოკაია, ლუნდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, შვედეთი

ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, თბილისი

ქეთევან ლობჟანიძე, პარიზის ტრუსოს საავადმყოფო, საფრანგეთი

არჩილ მარშანია, STENA Ltd, აბერდინი, დიდი ბრიტანეთი

მამუკა მაჩაიძე, ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალი, ბალტიმორი, აშშ

დავით მრელაშვილი, ექიმი ნევროლოგი, აშშ

ნინო ნაცვალაძე, შტუტგარტის კლინიკა, გერმანია

ზაზა უჯმაჯურიძე, კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკა, დანია

ანი ქავთარაძე, წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატკლინიკა, თბილისი

ნატალია ქვარცხავა, დუსელდორფის საუნივერსიტეტო კლინიკა, გერმანია

თამრიკო ქვარცხავა, Global PV Source, მორისტაუნი, ნიუჯერსი, აშშ

ლიკა ჭყონია, რეპროარტი, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა, საქართველო

ცოტნე ჯავახიშვილი, კალიფორნიის ბიოსამედიცინო კვლევების ინსტიტუტი, სან დიეგო, კალიფორნია, აშშ.

გაზიარება76

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოს საპატრიარქოში პრესკონფერენცია გაიმართება

by მეგა TV
მაისი 10, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

დღეს, 10 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში პრესკონფერენცია გაიმართება. კონფერენცია 11 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დაგეგმილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნება. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

დაწვრილებითDetails

„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ – დეტალები

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო...

დაწვრილებითDetails

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცავებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! -ლევან ხაბეიშვილი
მთავარი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედ უფროსსა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

დაწვრილებითDetails

“ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო”- პეტერ ფიშერი

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
პატივისცემა საქართველოს ნაკრებს EURO2024-ზე ძლიერი და თავდაუზოგავი თამაშისთვის-გერმანიის ელჩი
მთავარი

მე ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის, არც ერთი მათგანი არის კარგი - არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ერთი ლიტრი საწვავი

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზოგიერთ ბენზინგასამართზე დიზელი კიდევ გაძვირდა. კერძოდ, 29 აპრილიდან დღემდე ზრდა 5-დან 30 თეთრამდეა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია დიზელის ფასი სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე და როგორ...

დაწვრილებითDetails

ვის შეუწყდება საარსებო შემწეობა-ახალი წესები

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
ჯარიმა 20 000 ლარი! – ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
ეკონომიკა

საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესი იცვლება. მთავრობის ახალი დადგენილებით, სისტემაში ჩნდება მკაცრი ფინანსური ზღვარი, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს დახმარების მიღების შესაძლებლობას ავტომატურად უწყვეტს. აღნიშნული ცვლილება შევიდა...

დაწვრილებითDetails

საცხოვრებელი ბინები გაძვირდა

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
საცხოვრებელი ბინები გაძვირდა
მთავარი

2026 წლის მარტში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინები 4.7%-ით გაძვირდა, - ამის შესახებ ირკვევა კვლევითი ორგანიზაცია „ქოლიერსის“ ბაზრის მიმოხილვიდან. უფრო კონკრეტულად, კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში დედაქალაქში...

დაწვრილებითDetails

სიტყვები ზედმეტია, ისეთი ტკივილია…“ – ახალგაზრდა კაცს გლოვობენ

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
სიტყვები ზედმეტია, ისეთი ტკივილია…“ – ახალგაზრდა კაცს გლოვობენ
მთავარი

პნევმონიით ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „ისევ გლოვობს ჩემი წყალტუბო… ოფშკვიტი სულ რჩეულ ახალგაზრდებს კარგავს… ლაშა გაბუნია… შეგრცხვეს, სიკვდილო… დაგვანებე თავი ცოტა ხნით. რატომ წახვედი იქ,...

დაწვრილებითDetails

ასტროლოგებმა 5 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი დაასახელეს

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ასტროლოგების შეფასებით, არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც იღბალი განსაკუთრებით ხშირად „სტუმრობს“. ისინი წარმატებას აღწევენ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე ფინანსურ და პროფესიულ სფეროში. აი, ვინ მოხვდა ყველაზე იღბლიანი ნიშნების TOP 5-ში: მშვილდოსანი -...

დაწვრილებითDetails

” მოთხოვნა, რომ ღია სკვერში კარვების შეტანის უფლების შეზღუდვაზე შსს-ს გადაწყვეტილება შეჩერდეს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა”- დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
დღეს 17:00 -ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიაში მივლენ და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ
მთავარი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, სასამართლომ მათი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. მშობლების განმარტებით, საუბარია სასამართლოში შეტანილ იმ განცხადებაზე, რომლითაც ისინი ითხოვენ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"