სამეგრელოში 14 წლის მოზარდს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ გულისკარში მცხოვრები ბავშვები მდინარეზე საბანაოდ იყვნენ წასული, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი გაუჩინარდა.
გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. მაშველები სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებენ.










