ილონ მასკმა საზოგადოებას მორიგი იდეა წარუდგინა, Tesla-ს დამფუძნებელმა განაცხადა, რომ 2022 წელს კომპანია რობოტ-ჰუმანოიდს, „ტესლა ბოტს“ გამოუშვებს, რომელსაც სახის ნაცვლად ეკრანი ექნება. მასკისვე განცხადებით რობოტი ხალხის ნაცვლად „მოსაწყენ სამუშაოს“ შეასრულებს, თუნდაც ისეთს როგორიც მაღაზიაში სიარულია. პრეზენტაციის დროს სცენაზე „ტესლა ბოტის“ ფორმაში ჩაცმული ადამიანიც გამოვიდა, თუმცა მასკის მტკიცებით Tesla მორიგ ამბიციურ იდეას სისრულეში მოიყვანს.
„სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი, მამა დანით დაჭრა“ – თერჯოლაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში შვილმა მამა მოკლა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი...










