მოზარდი, რომელსაც დღეს ბათუმში ახლობლების და პოლიცია ეძებდა, თბილისში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“ვიპოვეთ! თქვენმა ძალისხმევამ და მხარდაჭერამ, ინფორმაციის დროულად და სწრაფად გავრცელებამ ნაყოფი გამოიღო! ნოდო კარგადაა და ხვალ უკეთ გავარკვევთ რა მოხდა. აღმოჩნდა თბილისში!“, – წერს მაია შიშნიაშვილი.
14 წლის ბიჭი თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლიდან დღისით გავიდა და რამდენიმე საათის განმავლობაში დაკარგული იყო. მას ბათუმში ხვალ დააბრუნებენ.










