მსოფლიოში მიმდინარეობს გაურკვეველი ბრძოლა და მე ვფიქრობ, საბრძოლო, ვახტანგ გორგასლის ორდენი უნდა გადაეცეთ ამ ადამიანებს, ისეთი დონის გმირობას სჩადიან,
– ასე მიმართა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს, კოლეგებთან ერთად რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ მასზე სასულიერო პირთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან ფსიქოლოგიური ტერორი ხორციელდება
“ჩემთან იყო ჩამოსული ეპარქიაში, მოგვიყვა, აგვიხსნა ყველაფერი. პირადად ვიცნობ და ძალიან დიდ პატივს ვცემ.
კერძო აზრი, რა თქმა უნდა, არსებობს მარტო საქართველოში და სასულიერო პირებს შორის კი არა, მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს რაღაცა გაურკვეველი ბრძოლა.
მე მინდა, ბატონ ბიძინას მოვუწოდო და ვუთხრა, რომ პატრიარქი ლოცავს ბატონ ბიძინას.
მე ვფიქრობ, საბრძოლო, ვახტანგ გორგასლის ორდენი უნდა გადაეცეთ ამ ადამიანებს, ისეთი დონის გმირობას სჩადიან.
ბატონი ბიძინას მოვალეობაა სწორედ ვაქცინაციისკენ მოწოდება”,– განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას.
ბიძინა კულუმბეგოვმა გუშინ საქართველოს საპატრიარქოს მოუწოდა, აღკვეთოს ექიმების მიმართ დაწყებული კამპანია “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” მხრიდან.










