რომელი გვერდითი მოვლენაა ნორმალური და როდის უნდა მიმართოთ ექიმს, უკრაინელმა იმუნოლოგმა ფიოდორ ლაპიიმ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ვიდეო-ბლოგში განმარტა.
როგორც განმარტავს ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს:
- სიწითლე, ტკივილი, შეშუპება ინიექციის ადგილას;
- ცხელება ან შემცივნება;
- თავის ტკივილი, კუნთების ან სახსრების ტკივილი, მუცლის ტკივილი;
- გულისრევა;
- დაღლილობა;
- ძილიანობა ან უძილობა;
- თავბრუსხვევა.
”ზოგჯერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ გვერდითი რეაქციები ვლინდება. ისინი ჩვეულებრივ ძალიან რბილია და ვლინდება სიწითლის, ინიექციის ადგილას შეშუპების, ტკივილისა ან გრიპის მსგავსი სინდრომის სახით. ასეთი რეაქციები ხდება და მათ სპეციალური მკურნალობა არ სჭირდებათ”, – თქვა ლაპიიმ.
რაც არის ნორმალური რეაქციები, რომლებიც რამდენიმე დღის შემდეგ ქრება.
”თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ვაქცინაციის შემდგომ რეაქციებმა, შესაძლოა, მიუთითოს კონკრეტული დაავადების დაწყება. ამიტომ, მართლაც, როდესაც სიმპტომები 2-3 დღეზე მეტხანს გაგრძელდება და ისინი შეგაწუხებთ, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას“,-აღნიშნა ლაპიიმ.










