გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭაში ხე-ტყის
უკანონო მოპოვების 10 ფაქტი გამოავლინეს.
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები
გამოვლენილია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების: ცხამის, კორბოულის,
ღოდორის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბერეთისასა და გეზრულის,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წაქვისა და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ
ახალი ჩორდის მიმდებარე ტყეებში.
მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 9 ერთეული წიფლის, 2 ერთეული რცხილის, 3
ერთეული თხმელის (მურყანი), 3 ერთეული მუხისა და 2 ერთეული წაბლის სახეობის ხე-
მცენარე.
ათივე ფაქტზე დაიწყო საქმისწაროება. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,
შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.










