კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რიცხვი კვლავ დიდია. სპეციალისტების თქმით, მიმართვიანობა წინა თვეებთან შედარებით გაზრდილია.
„ბოლო ორი თვეა, ბავშვთა ასაკში მიმართვიანობამ მნიშვნელოვნად იმატა. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებული ბავშვები სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევიან.
თუ საკუთარ ავადობას ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ, ბავშვების ავადობა აბსოლუტურად ჩვენზეა დამოკიდებული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ პატარებს“, – აცხადებს ბავშვთა ინფექციონისტი სალომე ბულია.










